მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მარტი » 5 » Medal of Honor: Warfighter
10:01 PM
Medal of Honor: Warfighter

როგორც ცნობილი გახდა ახალი "ღირსების მედლის" სახელწოდება იქნება: Medal of Honor: Warfighter. ის იქნება 2010 წელს გამოსული ორიგინალის გადატვირთვაში მოცემული, "პირველი რანგის" ჯგუფის ისტორიის პირდაპირი გაგრძელება. თამაშს კვლავ ამ უკანასკნელის შემქმნელი დეველოპერი სტუდია აკეთებს - Danger Close Games, თუმცა ამჯერად უშუალოდ იმ ძრავზე, რომელზეც შეიქმნა უახლესი Battlefield 3.

ისევე, როგორც წინა ნაწილი, ესეც დაფუძნებული იქნება რეალურ ფაქტებზე, თუმცა მათ სრული დოკუმენტური სიზუსტით, რათქმა უნდა, არ წარმოგვიდგენს. ცნობილია მხოლოდ ერთი "ცხელი წერტილის" შესახებ, სადაც მოხვდებიან ცნობილი მებრძოლები - დატბორილი ქალაქი იზაბელა ფილიპინების კუნძულზე.

შემქმნელთა სიტყვების თანახმად, Warfighter-ში მოთამაშეებს მიეცემათ უფრო მეტი თავისუფლება. მაგალითად, ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, როგორ შეაღწევენ შენობაში, რომელშიც იმყოფებიან მტრები: შეამტვრევენ კარს ფეხით, დაუდებენ ასაფეთქებელს, თუ შეაგდებენ შიგ გამაყრუებელ ყუმბარას და ა.შ.

სიახლის პოსტერები
  



კატეგორია: ელ. ჟურნალები/წიგნები | ნანახია: 645 | დაამატა: ibra9 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: