7:27 PM Assassin’s Creed 3 | |
Assassin’s Creed III — კომპიუტერული მოქმედებით-სათავგადასავლო მულტიპლატფორმული თამაშია, რომელსაც ქმნის Ubisoft Montereal-ი პლატფორმებისთვის: Xbox 360, Play Station 3, PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის 30 ოქტომბერს. წინა ნაწილებისგან განსხვავებით აქ გვხვდება ახალი მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი და დრო— ამერიკის შეერთებული შტატები, მოქმედება კი მიდის ამერიკის რევოლუციის პერიოდში 1753—1783 წლებში. მოთამაშებს მისცემენ შესაძლებლობას აძვრნენ ხეებზე და კლდეებზე. ბრძოლებში ძირითადი აქცენტი იქნება გადატანილი თავდასხმასა და ასასინის სისწრაფეზე (ასე რომ აღარ მოგვიწევს ხმალაფარებული დგომა იმის მოლოდინში ვინ დაგვესხმევა რომ კონტრდარტყმა მივაყენოთ). როგორც ცნობილი გახდა დიზაინერებმა შექმნეს ათასობით უნიკალური ანიმაცია ახალი საბრძოლო სისტემის შექმნისთვის. თამაშში იქნება ბევრი ისტორიული მოვლენა, მაგ: ნიუ-იორკის დიდი ხანძარი და კონორი მონაწილეობას მიიღებს ისტორიულ ბრძოლებშიც. თამაშის სიუჟეტი განვითარდება კონორის ირგვლივ და კვლავ მოგვითხრობს ასასინების და ტამპლიერების მრავალწლიან მტრობაზე. სიუჟეტის განვითარების შემდეგ მოთამაშეები მიხვდებიან, რომ ყველა კოლონისტი არ არის "კეთილი” და ყველა ინგლისელი არ არის "ბოროტი”. ამ სახით შემქმნელებს იმის თქმა სურთ რომ ასასინებსაც და ტამპლიერებსაც თავიანთი მიზნები აქვთ და თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები არიან (ტამპლიერებს ნამდვილად ჰგონიათ რომ სამყაროს გადაარჩენენ.) ველური ადგილების გადალახვა ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებენ გეიმპლეის მხრივ. კონორი გამოიყებს ხეებს და გარემოს სხვა ელემენტებს, უფრო ეფექტური ბრძოლისთვის ან ნადირობისთვის. თამაშში გამოჩნდება სეზონები და დღის და ღამის ცვლა. ასევე დროთა განმავლობაში სამყარო შეიცვლება: იქ სადაც იყო მასიური ბრძოლა, იქნება მხოლოდ მიტოვებული ბანაკი. ubisoft-მა შექმნა სრულფასოვანი ამინდის ცვლა ზაფხულობით და ზამთრობით. ზამთარში ჯარისკაცები გადაადგილდებიან უფრო ნელა (თოვლის გამო) ტბები და მდინარეები კი გაიყინებიან. შემქმნელები აცხადებენ რომ მოთამაშე ველური ბუნების ელემენტებს ზამთარში უფრო ეფექტურად გამოიყენებს. უზარმაზარი ლოკაციის გამო შემქმნელებს მოუწიათ სწრაფი გადაადგილების სიტემის შემოღება, მაგრამ რა სახით იქნება რეალიზებული ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც არ უნდა იყოს თამაშიდან მაინც მოუწიათ რამდენიმე ელემენტის ამოღება – ტერიტორიების დაცვა როგორც იყო revelation-ში მოაშორეს. როგორც გაირკვა მოთამაშეებს შეეძლებათ კონორის იარაღების შეცვლა. უცვლელი დარჩება მხოლოდ "დამალული დანა”, იმისდა მიუხედავად რომ თამაშში გამოჩნდა ტომაჰავკი და მშვილდისარი. ბრძოლაში კონორს შეეძლება გამოიყენოს ორი იარაღი. ტომაჰავკი და დანა იქნებიან მოთამაშის ერთგული იარაღები ბრძოლაში. შემქმნელების თქმით, მესამე ნაწილი გახდა ყველაზე დიდხნიანი პროექტი პირველი ასასინის შემდეგ. ეს თამაში იქმნებოდა მეორე ასასინიდან მოყოლებული და მასზე დაიხარჯა უფრო მეტი რესურსები ვიდრე ყველა ასასინზე ერთად. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ თამაში დამსგავსებოდა Assassin’s Creed 3.5.-ს. მთელი თამაშის დასრულებას გეგმავენ უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ. დარჩენილ დროს კი დახარჯავენ იმაში, რომ გამოასწორონ ბაგები და გააუმჯობესონ თამაში. ეს კი პირველი თრეილერი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |